შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
სპორტი ·

ვეტერანი წართველი კალათბურთელი, გიორგი შერმადინი შესანიშნავ ფორმაშია. ესპანეთის გასული ტურის 21-ქულიანი პერფორმანსისა და MVP-ის ტიტულის მოპოვების შემდეგ, მან ევროთასის ეგიდით მორიგი შედეგიანი შეხვედრა ჩაატარა და თავის გუნდს ლიეტუვაში გამარჯვების მოპოვებაში დაეხმარა. „ლაგუნა ტენერიფე“ სტუმრად „შიაულიაის“ დაუპირისპირდა და მეტოქე დამაჯერებლად, 15 ქულის სხვაობით - 86:71 დაამარცხა. ესპანური კლუბი ამ წყვილში თავიდანვე გამოკვეთილ ფავორიტად მიიჩნეოდა.