"რატომ დუმდით მაშინ, როცა მერაბმა დაღესტნელ მოჭიდავეს უმიზეზოდ დაარტყა?" - ისლამ მახაჩევმა უსმან ნურმაგომედოვი დაიცვა
სპორტი ·

"მათ, ვინც ახლა უსმანსა და დანარჩენ ბიჭებს აკრიტიკებთ და შეურაცხყოფას აყენებთ, მინდა გკითხოთ: რატომ დუმდით მაშინ, როდესაც მერაბმა დაღესტნელ მოჭიდავეს უმიზეზოდ დაარტყა და ღირსება შეულახა? ის ადამიანი მასთან უბრალოდ სასაუბროდ მივიდა და არანაირი ცუდი განზრახვა არ ჰქონია. ის, რაც დღეს მოხდა, თავად მერაბმა დაიწყო საკუთარ სამშობლოში, როდესაც თავს უფლება მისცა, სტუმრისთვის დაერტყა და მისი დედისთვის შეურაცხყოფა მიეყენებინა", - განაცხადა მახაჩევმა.