საბა ლაზიშვილის მამა - საბა და მერაბიც აბუ-დაბიში დაკავებული არიან 48 საათით, საქართველოს მთავრობა ჩართულია, ჩვენები თავს იცავდნენ, პასუხი გასცეს - საბა მოიქცა ისე, როგორც უნდა მოქცეულიყო, ვიცოდი, რომ კარგად ჩხუბობდა, მაგრამ ამ დონეზე?

საბაც და მერაბიც დაკავებული არიან 48 საათით - ვიცი, რომ საქართველოს მთავრობა ჩართულია და ყველაფერი რიგზე იქნება, - ამის შესახებ აჭარის ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტმა, საბა ლაზიშვილის მამამ, ანზორ ლაზიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „თავისუფალი სტუდიაში“ განაცხადა. ანზორ ლაზიშვილის თქმით, მერაბ დვალიშვილზე თავდამსხმელებს ალბათ, მისი დამცირება უნდოდათ, თუმცა მერაბ დვალიშვილმა და საბა ლაზიშვილმა ღირსეული წინააღმდეგობა გასწიეს. „მე არაფერი არ ვიცოდი, მე და ჩემი მეუღლე მოვდიოდით ბათუმიდან.