ირაკლი კობახიძე - შესაძლებელი იყო უკრაინაში როგორც პირველი, ისე მეორე ომის თავიდან აცილება, თუმცა კონკრეტული ძალები პირიქით, ყველაფერს აკეთებდნენ იმისთვის, რომ ეს ომი შემდგარიყო და რუსეთი შეჭრილიყო უკრაინაში
პოლიტიკა ·

ჩვენ ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ საბოლოო ჯამში გადაწყვეტილებები იქნება მიღებული უკრაინელი ხალხის ინტერესების შესაბამისად, რაც აქამდე არ ხდებოდა. რეალურად, საქმე მიიყვანეს ძალიან მძიმე ვითარებამდე უკრაინელი ხალხისთვის, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად აღნიშნა, რომელიც უკრაინასთან დაკავშირებით კაია კალასის განცხადებას შეეხებოდა. მთავრობის მეთაურმა იმედი გამოთქვა, რომ მიმდინარე მოლაპარაკების პროცესში მაინც გაითვალისწინებენ უკრაინელი ხალხის ინტერესებს.