რუსეთის აეროპორტების შეფერხებით მუშაობამ Georgian Airways-ი, წელს $8 მლნ-ით დააზარალა | თამაზ გაიაშვილი
პოლიტიკა ·

უკრაინული დრონების თავდასხმის გამო რუსეთის აეროპორტების შეფერხებით მუშაობამ Georgian Airways-ი, წელს $8 მლნ-ით დააზარალა - ამის შესახებ ქართული ავიაკომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა თამაზ გაიაშვილმა "РБК რადიოსთან" ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, კომპანია აეროპორტების მუშაობის დასტაბილურებამდე იძულებულია უარი თქვას რუსეთში ფრენების გაფართოებაზე. „რთული პერიოდია ახლა - საწვავი გაძვირებულია, რაც ხარჯებს ზრდის, სათადარიგო აეროპორტები კი ავიაკომპანიისთვის კატასტროფაა.