Financial Times: რუმინეთი აშშ-ს ქვეყანაში ამერიკული სამხედრო კონტინგენტის შენარჩუნებისთვის თანხის გადახდას სთავაზობს

მსოფლიო ·

Financial Times: რუმინეთი აშშ-ს ქვეყანაში ამერიკული სამხედრო კონტინგენტის შენარჩუნებისთვის თანხის გადახდას სთავაზობს

რუმინეთის პრეზიდენტმა ნიკუშორ დანმა აშშ-ს შესთავაზა, ვაშინგტონს ქვეყანაში ამერიკული სამხედრო კონტინგენტის განთავსების ხარჯების დაფარვაში დაეხმაროს. ინფორმაციას Financial Times-ი ავრცელებს. როგორც გამოცემა წერს, ინიციატივა შავი ზღვის რეგიონში რუსეთის დრონების შეჭრის ფონზე და ევროპაში ამერიკელი სამხედროების რაოდენობის შემცირების შესახებ ტრამპის ადმინისტრაციის გეგმების პარალელურად გაჩნდა.