პრემიერი - ევროპაში, მათ შორის კონკრეტულად, საქართველოსთან მიმართებით, არის ორმაგი სტანდარტების პრობლემა, ჩვენ გვაქვს ძალიან აქტიურად საუბარი და იმედი გვაქვს, ეს პრობლემები მომავალში მოგვარდება

პოლიტიკა ·

პრემიერი - ევროპაში, მათ შორის კონკრეტულად, საქართველოსთან მიმართებით, არის ორმაგი სტანდარტების პრობლემა, ჩვენ გვაქვს ძალიან აქტიურად საუბარი და იმედი გვაქვს, ეს პრობლემები მომავალში მოგვარდება

ევროპული ტრადიციული ღირებულებები ნიშნავს დემოკრატიის პატივისცემას, კანონის უზენაესობის პატივისცემას, ადამიანის უფლებების პატივისცემას და ამ კუთხით საქართველოსთან მიმართებით ჩვენ ვხედავთ სერიოზულ პრობლემებს. როდესაც შენთან წახალისებულია “მოლოტოვის კოქტეილის” სროლა და პოლიციელების დაწვა, ეს არის რა თქმა უნდა, ძალიან სერიოზული პრობლემის მიმანიშნებელი. როდესაც კეთდება ამ ფონზე განცხადებები იმასთან დაკავშირებით, რომ შესაბამისი პატიმრები უნდა გათავისუფლდნენ, ეს არის სამართლის უზენაესობაში ჩარევა.