ხელოვნების მუზეუმში მხატვარ ვლადიმერ ბუკიას პერსონალური გამოფენა "საჩუქრად საქართველოსთვის" გაიხსნა - ექსპოზიცია 30 ნამუშევარს აერთიანებს

შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმში მხატვარ ვლადიმერ ბუკიას 30 ნამუშევრისგან შემდგარი პერსონალური გამოფენა გაიხსნა, რომლებიც მისმა შვილმა აშშ-დან ჩამოიტანა და მუზეუმს საჩუქრად გადასცა.