MMA ჟურნალისტის ცნობით, აბუ დაბის ინციდენტის ყველა მონაწილე პოლიციაშია გადაყვანილი

MMA ჟურნალისტი არიელ ჰელვანი ავრცელებს ინფორმაციას, რომ ყველა ფიგურანტი, ვინც აბუ დაბიში, სასტუმროში მომხდარ ჩხუბში მონაწილეობდა, მათ შორის მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი, პოლიციაში არიან გადაყვანილები. „ამ წუთისთვის, როგორც მითხრეს, სასტუმროში მომხდარი ჩხუბის ყველა მონაწილე კვლავ დაკავებულია ადგილობრივი სამართალდამცავების მიერ”, – წერს ის. არიელ ჰელვანი არის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სპორტული ჟურნალისტი და ინსაიდერი, რომელიც სპეციალიზებულია შერეულ საბრძოლო ხელოვნებაში (MMA).