პრემიერი: EPC-ს სამიტის ფარგლებში, საშუალება მქონდა, სიტყვით გამოვსულიყავი მრგვალი მაგიდის ფორმატში, გავსაუბრებოდი სხვადასხვა ლიდერს, ორმხრივი შეხვედრა გაიმართა სომხეთის პრემიერ-მინისტრთან, სადაც კონკრეტული საკითხები განვიხილეთ
პოლიტიკა ·

EPC-ს სამიტის ფარგლებში საშუალება მქონდა, სიტყვით გამოვსულიყავი მრგვალი მაგიდის ფორმატში, გავსაუბრებოდი სხვადასხვა ლიდერს, მქონდა ორმხრივი შეხვედრა სომხეთის პრემიერ-მინისტრთან, სადაც კონკრეტული საკითხები განვიხილეთ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს დუბლინში განუცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, EPC-ს სამიტი არის კარგი ფორმატი კოლეგებთან საუბრისთვის და ქართული მხარე ამ ფორმატს მაქსიმალურად იყენებს.