ნინო წილოსანი – შევხვდით ჭეძიანგის პროვინციის ხელმძღვანელობას, საინტერესოა მათი პროგრესი ტექნოლოგიურ სფეროში, ვფიქრობ, ამ ვიზიტს კონკრეტული შედეგები ექნება
პოლიტიკა ·

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ნინო წილოსანის განცხადებით, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ჭეძიანგის პროვინციის ხელმძღვანელობასთან საქართველოს დელეგაციის შეხვედრაზე საუბარი შეეხო ტექნოლოგიების მიმართულებით არსებულ მიღწევებს. წილოსანის თქმით, აღნიშნულ პროვინციაში აქტიურად მიმდინარეობს მაღალტექნოლოგიური კომპანიების დაფუძნება და უამრავი ცნობილი, გიგანტური ტექნოლოგიური კომპანია სწორედ აქ საქმიანობს.