პოლიტიკური პასუხისმგებლობისგან გაქცევის მცდელობა - საკონსტიტუციო სასამართლოს დარბაზში „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა ხელისუფლებაში ყოფნის დროს სისტემური დანაშაულები უარყვეს. „ქრონიკის“ სიუჟეტი
პოლიტიკა ·

პოლიტიკური წარსულისა და ყოფილი ლიდერებისგან გამიჯვნის მცდელობა - საკონსტიტუციო სარჩელის განხილვის მორიგ სხდომაზე, მოსამართლეთა კითხვებს ოპოზიცია პასუხობდა. „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა მიხეილ სააკაშვილის, ზურაბ ადეიშვილისა და ვანო მერაბიშვილის პოლიტიკური მემკვიდრეობისგან დისტანცირება სცადეს და ეჭვქვეშ დააყენეს როგორც საგამოძიებო კომისიის დასკვნა, ისე ქართული მართლმსაჯულების განაჩენები.