პოლიტიკური ქადაგება - რუისისა და ურბნისის მიტროპოლიტი იობი პოლიტიკური განცხადებების გარდა, ყურადღების ცენტრში ქონებრივი მდგომარეობითაც არაერთხელ მოექცა
პოლიტიკა ·

მთავრობის შეცვლისკენ მრევლს ურბნისისა და რუისის მიტროპოლიტმა ქადაგებისას მოუწოდა. მეუფე იობმა ამბიონიდან მორიგი პოლიტიკური განცხადება გააკეთა და ტრადიციულად, ხელისუფლება და მაღალი იერარქიის სასულიერო პირები გააკრიტიკა. მცდარი, გაუგებარი და დაუსაბუთებელი ბრალდებები - ასე აფასებს მმართველი გუნდი ამბიონიდან გაკეთებულ პოლიტიკურ განცხადებებს. "ქართული ოცნების" წევრებისთვის სასულიერო პირის პოლიტიზებული ქადაგება მიუღებელია. ვინ არის მიტროპოლიტი იობი, ერისკაცობაში ელგუჯა აქიაშვილი.