ლევან ხაბეიშვილი - ვეთანხმები მეუფე იობს, ასე გაგრძელება აღარ შეიძლება, ხმა ღვთისა და ხმა ერისა - გამოფხიზლდით, კლავიატურა და პულტები დაწვით, ფეხზე ადექით!

პოლიტიკა ·

ლევან ხაბეიშვილი - ვეთანხმები მეუფე იობს, ასე გაგრძელება აღარ შეიძლება, ხმა ღვთისა და ხმა ერისა - გამოფხიზლდით, კლავიატურა და პულტები დაწვით, ფეხზე ადექით!

ვეთანხმები მეუფე იობს! მან თქვა: ასე გაგრძელება აღარ შეიძლება! ხმა ღვთისა და ხმა ერისა! - ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი, ლევან ხაბეიშვილი ციხიდან გამოგზავნილ წერილში წერს. ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი ქართველ ერს „ამცირებს და აპატარავებს“. „ივანიშვილი გვამცირებს, გვაპატარავებს! პირდაპირი მნიშვნელობით გვაცოტავებს. მუდმივად გვიმეორებენ, რომ პატარა ქვეყანა და მცირე ერი ვართ...