“ტარიელ კაკაბაძეს საჯაროდ მივმართავ – მაქვს კითხვები, რომლებზეც პასუხს ვითხოვ!” – ნატა ვიბლიანი

ნატა ვიბლიანი, ადვოკატ ტარიელ კაკაბაძეს, რომელმაც უარი.განაცხადა მის დაცვის გაგრძელებაზე და ამის მიზეზებზეც ისაუბრა, სოციალურ ქსელში მიმართავს და წერს: ❓ არსებობს თუ არა თქვენი სამუშაო ჩანაწერები, სადაც ასახულია საქმის შესწავლის პროცესი, მოწმეების ჩვენებები და მტკიცებულებების ანალიზი? 🔴 მუხლი 5 — ადვოკატი ვალდებულია კეთილსინდისიერად შეასრულოს პროფესიული ფუნქციები და დაიცვას პროფესიული ეთიკის ნორმები.