ირაკლი კობახიძე ირლანდიაში ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა
პოლიტიკა ·

„მხარეებმა კიდევ ერთხელ გაუსვეს ხაზი ორ ქვეყანას შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობის განვითარების მაღალ დონეს და კეთილმეზობლურ ურთიერთობებს“, - წერს მთავრობის ადმინისტრაცია. „ყურადღება დაეთმო რეგიონში არსებულ ვითარებას და მშვიდობისა და სტაბილურობის განსაკუთრებულ მნიშვნელობას“, - ვკითხულობთ გავრცელებულ ინფორმაციაში. ირაკლი კობახიძე დუბლინში ევროპის პოლიტიკური თანამეგობრობის სამიტს დაესწრო - პარალელურად ირლანდიის დედაქალაქში საპროტესტო აქცია გამართეს ქართველმა ემიგრანტებმა.