ვლადიმერ პუტინსა და აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა დასრულდა - სტივ უიტკოფის განცხადებით, უკრაინაში მშვიდობაზე მოლაპარაკებების შემდეგ რაუნდებს ევროპელები შეუერთდებიან

მსოფლიო ·

ვლადიმერ პუტინსა და აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა დასრულდა - სტივ უიტკოფის განცხადებით, უკრაინაში მშვიდობაზე მოლაპარაკებების შემდეგ რაუნდებს ევროპელები შეუერთდებიან

ევროპელები უკრაინაში მშვიდობაზე მოლაპარაკებების შემდეგ რაუნდებს შეუერთდებიან. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტის სპეცწარმომადგენელმა, სტივ უიტკოფმა მოსკოვის ვნუკოვოს აეროპორტში ქვეყნის დატოვებამდე განაცხადა. “ისინი ჩვენი პარტნიორები არიან და მათთვის მნიშვნელოვანია, რომ ჩართულები იყვნენ”, - განაცხადა უიტკოფმა.