საქართველო-თურქეთის სტრატეგიული ღერძი და სამხრეთ კავკასიის მშვიდობის დღის წესრიგი - ანტალიაში მიხეილ ყაველაშვილისა და რეჯეფ თაიფ ერდოღანის პირისპირ შეხვედრა გაიმართა. თურქეთის ლიდერი ოფიციალური ვიზიტით თბილისშია მოწვეული. „ქრონიკის“ სიუჟეტი

პოლიტიკა ·

სამხრეთ კავკასიაში გრძელვადიანი მშვიდობის უზრუნველყოფა და შუა დერეფნის ეკონომიკური პოტენციალის გაფართოება იყო მთავარი თემები ანტალიაში, საქართველოსა და თურქეთის პრეზიდენტების პირისპირ შეხვედრაზე. მიხეილ ყაველაშვილმა და რეჯეფ თაიფ ერდოღანმა გაეროს კლიმატის ცვლილების 31-ე კონფერენციის ფარგლებში, ორ ქვეყანას შორის არსებული სტრატეგიული კავშირები და გლობალური უსაფრთხოების გამოწვევები განიხილეს. მიხეილ ყაველაშვილმა თურქი კოლეგა ოფიციალური ვიზიტით საქართველოში მოიწვია. მაკუნა აბულაძის სიუჯეტი.