გურამ როგავას მიმართ ძალადობის ფაქტზე დაკავებულ სპეცრაზმელს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა - როგავა აცხადებს, რომ “საქმეზე სულ სხვა სპეცრაზმელია გასამართლებული და რეალური თავდამსხმელი“ კი თავისუფალია

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმის საქმეზე სპეცრაზმელ გურამ კირკიტაძეს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა და 3 წლით საქმიანობის უფლების შეზღუდვა შეეფარდა. გურამ როგავა სოციალურ ქსელში წერს, რომ მას პროკურორი მოულოდნელად დაუკავშირდა და განაჩენი მისი გამოკითხვის გარეშე აცნობა. როგავას განცხადებით, საქმეზე სულ სხვა სპეცრაზმელია გასამართლებული და რეალური თავდამსხმელი ისევ თავისუფალია.