„დიდი შვიდეული“ - გავაძლიერებთ უკრაინის ფინანსურ მხარდაჭერას, რათა დავეხმაროთ ზამთრის პერიოდში
მსოფლიო ·

“დიდი შვიდეული” გააძლიერებს უკრაინის ფინანსურ და მატერიალურ მხარდაჭერას, რათა ზამთარში უზრუნველყოფილ იქნას მისი საჭიროებები. ამის შესახებ პარიზში, 9-10 ნოემბერს, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ “დიდი შვიდეულის” ქვეყნების ერთობლივ განცხადებაშია ნათქვამი. “ხელახლა დავადასტურეთ უკრაინის ენერგეტიკული უსაფრთხოებისა და სიმყარისადმი მხარდაჭერა, გადავწყვიტეთ გავაძლიეროთ ჩვენი ფინანსური და მატერიალური მხარდაჭერა, რათა დავეხმაროთ ქვეყანას ზამთრის პერიოდში”, - ნათქვამია განცხადებაში.