მიხეილ ყაველაშვილი: მარტო ქვეყანა ვერასდროს განვითარდება. რეგიონში ჩვენი დამოკიდებულება მეზობლებთან, თურქეთთან, აზერბაიჯანთან, სომხეთთან, შუა აზიის ქვეყნებთან აღსანიშნავია. ეკონომიკა მნიშვნელოვანია, თუმცა ჩვენ ასევე ვთანხმდებით ურთიერთპატივისცემაზე, ურთიერთნდობაზე, ღირებულებებზე. ჩვენ ნამდვილად გვაქვს სალაპარაკო, უძველესი ცივილიზაციის წარმომადგენელი ერი ვართ
პოლიტიკა ·

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა თურქეთში, გაერო-ს კლიმატის ცვლილების კონფერენციის ფარგლებში სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებთან შეხვედრების შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, სხვადასხვა ქვეყანამ აღნიშნა საქართველოს განსაკუთრებული განვითარება, წარმატება და პოზიციონირება. „გაერო-ს კლიმატის ცვლილების 31-ე კონფერენციაზე შესაძლებლობა გვქონდა, შევხვედროდით და გავსაუბრებოდით სხვადასხვა ქვეყნის ლიდერს. შეხვედრა მქონდა უზბეკეთის პრეზიდენტთან. არც თუ ისე დიდი ხნის წინ იყო საქართველოში და ძალიან კარგად შეაფასა ვიზიტი.