მიხეილ ყაველაშვილი – კლიმატის ცვლილების კონფერენციაზე შევხვდით, გავესაუბრეთ სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებს, მათ აღნიშნეს საქართველოს განსაკუთრებული განვითარება და წარმატება
პოლიტიკა ·

საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა თურქეთში, გაერო-ს კლიმატის ცვლილების კონფერენციის ფარგლებში სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებთან შეხვედრების შესახებ ისაუბრა. მისივე თქმით, სხვადასხვა ქვეყანამ აღნიშნა საქართველოს განსაკუთრებული განვითარება, წარმატება და პოზიციონირება. „გაერო-ს კლიმატის ცვლილების 31-ე კონფერენციაზე შესაძლებლობა გვქონდა, შევხვედროდით და გავსაუბრებოდით სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებს. შეხვედრა მქონდა უზბეკეთის პრეზიდენტთან. არც თუ ისე დიდი ხნის წინ იყო საქართველოში და ძალიან კარგად შეაფასა ვიზიტი.