თბილისში, არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილი გარყვნილი ქმედების ბრალდებით, პედაგოგი დააკავეს

თბილისში, სკოლის მასწავლებლის დაკავების შესახებ ინფორმაციას „ფორმულას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში უდასტურებენ. უწყების განმარტებით, პირი არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილი გარყვნილი ქმედების ბრალდებითაა აყვანილი და გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლით მიმდინარეობს. არსებული ცნობებით, მე-8 კლასის მოსწავლემ 76 წლის პედაგოგს მას შემდეგ უჩივლა, რაც მეგობრის დახმარებით ფაქტის ამსახველი ვიდეომასალის გადაღება შეძლო და პოლიციას მიმართა.