თიბისი ბიზნესის 5 სიახლე, რომლებიც ბიზნესების ყოველდღიურობას მნიშვნელოვნად ამარტივებს

ბიზნესების ყოველდღიური საქმიანობის გასამარტივებლად, თიბისი მუდმივად ავითარებს მეწარმეების ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებულ პროდუქტებსა და სერვისებს. იმისთვის, რომ ბიზნესების წარმომადგენლებმა ერთ სივრცეში შეძლონ მათთვის საჭირო ყველა მომსახურების მიღება და ნაკლები დრო დახარჯონ ყოველდღიურ ადმინისტრაციულ პროცესებზე, თიბისიში, ბოლო პერიოდში, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით , 5 სიახლე დაინერგა. ბიზნესის რეგისტრაცია თიბისის ფილიალში - თიბისიში, ბიზნესის დაწყების პროცესი კიდევ უფრო გამარტივდა.