ირაკლი კობახიძე - საქართველო ბულგარეთს და ბულგარელ ხალხს გლოვის დღესთან დაკავშირებით სოლიდარობას უცხადებს

პოლიტიკა ·

ირაკლი კობახიძე - საქართველო ბულგარეთს და ბულგარელ ხალხს გლოვის დღესთან დაკავშირებით სოლიდარობას უცხადებს

საქართველო სოლიდარობას უცხადებს ბულგარეთს და ბულგარელ ხალხს გლოვის დღესთან დაკავშირებით, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელ X-ზე წერს. მთავრობის მეთაური თანაუგრძნობს ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს, დაშავებულებს კი სწრაფ და სრულ გამოჯანმრთელებას უსურვებს.