სი ძინპინი ტაივანზე: ისტორიის დინების შეჩერება შეუძლებელია - სამშობლოს სრული გაერთიანება უნდა განხორციელდეს და ის აუცილებლად განხორციელდება
მსოფლიო ·

ისტორიის დინების შეჩერება შეუძლებელია, - განაცხადა ჩინეთის პრეზიდენტმა, სი ძინპინმა ხუთშაბათს. მან ტაივანთან მშვიდობიანი გაერთიანებისკენ მოუწოდა. ტაივანის საკითხის მოგვარება ჩინეთის კომუნისტური პარტიის „ურყევი ისტორიული მისიაა“ - აღნიშნა სი ძინპინმა პეკინში, ხალხთა დიდ დარბაზში სიტყვით გამოსვლისას. „ისტორიის დინების შეჩერება შეუძლებელია. სამშობლოს სრული გაერთიანება უნდა განხორციელდეს და ის აუცილებლად განხორციელდება“, - აღნიშნა მან.