პოლიციის ცნობით, ვაშინგტონში მომხდარი სროლის შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა, 4 კი დაიჭრა

მსოფლიო ·

პოლიციის ცნობით, ვაშინგტონში მომხდარი სროლის შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა, 4 კი დაიჭრა

სამართალდამცველთა ინფორმაციით, თავდამსხმელმა თავი მოიკლა, თუმცა დამატებით დეტალებს ჯერჯერობით არ ასაჯაროებენ. „ადგილზე ოთხი დაჭრილი პირი ვიპოვეთ და კლინიკაში გადავიყვანეთ, ერთი ადამიანი კი ადგილზე გარდაცვლილი დაგვხვდა“, - განაცხადა ვაშინგტონის პოლიციის უფროსის მოვალეობის შემასრულებელმა, ჯეფ კეროლმა. ვაშინგტონის მერმა, მიურიელ ბაუზერმა განაცხადა, რომ თეთრ სახლს ხუთშაბათს დილით, ვაშინგტონის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში მომხდარი სროლის შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს.