არჩილ გორდულაძე - როდესაც კონკრეტული პარტიების დანაშაულებრივი ქმედებების მხილება ხდება, ეს მათში იწვევს აგრესიას - საზოგადოებას გაუმყარდებოდა მოლოდინი, რომ ერთადერთი და უალტერნატივო დასასრული ჩვენი სარჩელის დაკმაყოფილებაა
პოლიტიკა ·

საზოგადოება, რომელიც აკვირდებოდა პროცესის მსვლელობას, დარწმუნდებოდა, რომ ჩვენი სარჩელი არის დასაბუთებული და კიდევ ერთხელ გაუმყარდებოდა მოლოდინი, რომ სარჩელის ერთადერთი და უალტერნატივო დასასრული მხოლოდ და მხოლოდ მისი დაკმაყოფილებაა, - ამის შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომის დასრულების შემდეგ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ განაცხადა. არჩილ გორდულაძის თქმით, „ქართული ოცნების“ მხრიდან თითოეულ კითხვას ამომწურავი პასუხი გაეცა.