გიორგი სიორიძე - უნდა ვისხდეთ სხდომაზე ისეთი ეპიზოდების განხილვისას, რომელიც ჩვენი პარტიის შექმნამდე მომხდარ მოვლენებს ეხება - ეს არის აბსურდის თეატრის კიდევ ერთი დემონსტრირება
პოლიტიკა ·

კიდევ ერთხელ დადასტურდა, რამდენად აბსურდია ეს ყველაფერი, თუნდაც ერთად უნდა ვისხდეთ სხდომაზე ისეთი ეპიზოდების განხილვისას, რომელიც ჩვენს შექმნამდე მომხდარ მოვლენებს ეხება, - ამის შესახებ „ლელო - ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი სიორიძემ საკონსტიტუციო სასამართლოსთან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, სასამართლო სხდომაზე დიდი დრო დაეთმო 2019 წლის დეკემბრამდე, ანუ პარტია „ლელოს“ დაფუძნებამდე მომხდარი მოვლენების განხილვას, რაც მათ პოლიტიკურ გაერთიანებას საერთოდ არ ეხება.