ლევან ბეჟაშვილი - მოსამართლეებმაც კარგად დაინახეს, რომ მოსარჩელის არგუმენტები მხოლოდ პოლიტიკურ მსჯელობას ეყრდნობა - ამ წუთამდე კონკრეტული მტკიცებულებები არ განგვიხილავს, რომელ პარტიას რა ბრალი აქვს

პოლიტიკა ·

ლევან ბეჟაშვილი - მოსამართლეებმაც კარგად დაინახეს, რომ მოსარჩელის არგუმენტები მხოლოდ პოლიტიკურ მსჯელობას ეყრდნობა - ამ წუთამდე კონკრეტული მტკიცებულებები არ განგვიხილავს, რომელ პარტიას რა ბრალი აქვს

დღევანდელმა დღემ ნათლად აჩვენა და მგონი, მოსამართლეებმაც კარგად დაინახეს, რომ მოსარჩელე მხარის არგუმენტები მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკურ მსჯელობას და შეფასებას ეყრდნობა, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან ბეჟაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. ლევან ბეჟაშვილის თქმით, პროცესზე „რეალური და კონკრეტული მტკიცებულებები არ წარმოდგენილა“. „დღეს მოსარჩელემ დადო პირობა, რომ დასკვნითი სიტყვით გამოსვლამდე წარმოადგენენ კონკრეტულ მტკიცებულებებს.