Duran Duran-ის დრამერი როჯერ ტეილორი ჯგუფს ტოვებს

Duran Duran-ის დრამერმა როჯერ ტეილორმა ჯგუფიდან წასვლის შესახებ განაცხადა. 66 წლის მუსიკოსმა გადაწყვეტილების მიზეზად ჯანმრთელობის მდგომარეობა, კერძოდ კი ტინიტუსის (ყურებში შუილის) გართულება დაასახელა. ტეილორის თქმით, ეს გადაწყვეტილება მისთვის ერთ-ერთი ყველაზე რთულია, თუმცა სამედიცინო რჩევებისა და საკუთარი ჯანმრთელობის გათვალისწინებით, მან სმენის დაცვა პრიორიტეტად აქცია. მუსიკოსი აღნიშნავს, რომ ტინიტუსი, რომელიც მას ცოტა ხნის წინ დაუდგინეს, თანდათან მძიმდება.