თენგო თევზაძე - მე-11 დღეა მტკიცებულება და საფუძველი არ არის, რომ პოლიტიკური პარტიები აიკრძალოს

პოლიტიკა ·

თენგო თევზაძე - მე-11 დღეა მტკიცებულება და საფუძველი არ არის, რომ პოლიტიკური პარტიები აიკრძალოს

ჯერჯერობით, დღესაც - სხდომების მე-11 დღესაც კი, არაფერი მტკიცებულება და არც შეკითხვების პასუხიდან გამომდინარე საფუძველი არ არსებობს საიმისოდ, რომ პოლიტიკური პარტიები აიკრძალოს, - ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, თენგო თევზაძემ საკონსტიტუციო სასამართლოში განაცხადა. მისი თქმით, მოსამართლეების მიერ დასმულ კითხვებზე გაცემული პასუხები ცხადჰყოფს, რომ პარტიების ასაკრძალად კონსტიტუციური და სამართლებრივი საფუძვლები არ არსებობს.