პოლიცია იკვლევს ბსუ-ს სტუდენტი ბიჭის მიერ გოგონების სექსუალური შევიწროების სავარაუდო ფაქტებს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების სავარაუდო სექსუალური შევიწროების შესახებ გავრცელებულ ცნობებზე მოკვლევა დაიაყო. ამის საჭიროება მას შემდეგ დადგა, რაც 2026 წლის 7 ნოემბერს ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის საჯარო ჯგუფში პოსტი გამოქვეყნდდა, სადაც ახალგაზრდა გოგოები ამტკიცებენ, რომ ამავე უნივერსიტეტის სტუდენტი ბიჭის მხრიდან სექსუალური ზეწოლის მსხვერპლები არიან.