მიხეილ ყაველაშვილი - საქართველო სრული პასუხისმგებლობით აცნობიერებს კლიმატის ცვლილებების გლობალურ გამოწვევებს - გლობალური დათბობის 1.5 გრადუსით შეზღუდვის მიღწევის გზა თანამშრომლობასა და ურთიერთნდობას უნდა ეფუძნებოდეს

პოლიტიკა ·

საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა თურქეთის რესპუბლიკის ქალაქ ანტალიაში გაეროს 2026 წლის კლიმატის ცვლილების კონფერენციის (COP31) მონაწილეებსა და მსოფლიო ლიდერებს სიტყვით მიმართა. მიხეილ ყაველაშვილმა კლიმატის ცვლილებაზე, როგორც თანამედროვე მსოფლიოს ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოწვევაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ის პირდაპირ კავშირშია საერთაშორისო უსაფრთხოებასთან, ეკონომიკურ სტაბილურობასთან, ენერგეტიკულ და სურსათის უვნებლობასთან.