ზელენსკი: აზერბაიჯანთან დრონების შეთანხმება უკვე გაფორმებულია, შეკვეთების გაზრდაზე ვმუშაობთ
მსოფლიო ·

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან უკრაინასა და აზერბაიჯანს შორის თანამშრომლობის გაფართოების საკითხები განიხილა. მათ შორის იყო უპილოტო საფრენი აპარატების სფეროში თანამშრომლობა, აზერბაიჯანული ბიზნესის საქმიანობა უკრაინაში და ზამთრის წინ უკრაინის კრიტიკული ინფრასტრუქტურისა და ლოგისტიკის შესაძლო მხარდაჭერა. შეხვედრა დუბლინში, ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტის ფარგლებში გაიმართა. ამის შესახებ ზელენსკიმ საკუთარ Telegram-არხზე დაწერა.