ვაშინგტონში, თეთრი სახლის სიახლოვეს მომხდარი სროლის შედეგად სულ მცირე ოთხი ადამიანი დაშავდა

მსოფლიო ·

ვაშინგტონში, თეთრი სახლის სიახლოვეს მომხდარი სროლის შედეგად სულ მცირე ოთხი ადამიანი დაშავდა

ვაშინგტონში, თეთრი სახლიდან დაახლოებით 1.6 კილომეტრში, ლოგან-სერკლის უბანში, შეიარაღებული პირი ერთ-ერთ შენობაშია ბარიკადირებული. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters ავრცელებს. ადგილობრივი მედიის ცნობით, სროლის შედეგად სულ მცირე ოთხი ადამიანი დაიჭრა, თუმცა პოლიციის პრესსპიკერმა დაშავებულთა ზუსტი რაოდენობა ჯერჯერობით ვერ დაადასტურა. შემთხვევის ადგილზე, მე-15 და P ქუჩების კვეთაზე, ათობით საპოლიციო ეკიპაჟი და ტაქტიკური აღჭურვილობით მყოფი სპეცრაზმელები არიან მობილიზებულნი.