მედია - თეთრი სახლის მახლობლად სროლა იყო, დაჭრილია 5 ადამიანი
მსოფლიო ·

თეთრი სახლის მახლობლად სროლა მოხდა, დაჭრილია ხუთი ადამიანი. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Associated Press-ი ადგილობრივ პოლიციაზე დაყრდნობით ავრცელებს. არსებული ინფორმაციით, ხუთმა ადამიანმა ჭრილობები მიიღო ცეცხლსასროლი იარაღიდან ვაშინგტონის ლოგან-სერკლ უბანში, რომელიც თეთრი სახლიდან ფეხით სავალ მანძილზე მდებარეობს. პოლიციის სამმართველოს პრესმდივანმა, ნიკოლ დინერმა აღნიშნა, რომ მსროლელი დაკავებული არ არის, ხოლო ზუსტი ადგილი, თუ სად მოხდა სროლა, უცნობი რჩება.