ზელენსკი: პუტინი განრისხებულია და უკრაინაზე დარტყმების გაძლიერებისკენ მიისწრაფვის

მსოფლიო ·

ზელენსკი: პუტინი განრისხებულია და უკრაინაზე დარტყმების გაძლიერებისკენ მიისწრაფვის

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ევროპული პოლიტიკური თანამეგობრობის IX სამიტის მონაწილეებთან მიმართვისას განაცხადა , რომ ვლადიმირ პუტინი უკრაინის უდიდესი ქალაქების განადგურებას გეგმავს და ამ მიზნით სარაკეტო და სადრონო დარტყმებს გააძლიერებს. როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, რუსები ყოველ ზამთარს ცდილობენ, უკრაინას მაქსიმალური ზიანი მიაყენონ. „გუშინ რუსებმა განაცხადეს, რომ არ ჰქონდათ ნებართვა, განეხილათ ზომები, რომლებსაც შეეძლოთ ამ ომის საშინელებების შემცირება.