ევა გოცირიძე: მე ვესწრებოდი გირგვლიანის საქმის განხილვას სტრასბურგის სასამართლოში და მახსოვს იუსტიციის სამინისტროს თანამშრომელმა არგუმენტი წამოაყენა, რომ მკვლელები სამსახურებრივ უფლებამოსილებას არ ასრულებდნენ და ეს პირად კონფლიქტად უნდა იქნას განხილულიო
პოლიტიკა ·

საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლემ, ევა გოცირიძემ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრს, ლევან ბეჟაშვილს სანდრო გირგვლიანის საქმესთან დაკავშირებით მიმართა და გამოეხმაურა მის მიერ განმარტებებში გაკეთებულ ჩანაწერს, რომ თითქოს სტრასბურგის სასამართლომ ამ საქმეზე მხოლოდ პროცედურული დარღვევა დაადგინა. გოცირიძემ ბეჟაშვილს ჰკითხა, ამ განცხადებით მას სურდა თუ არა იმის დამტკიცება, რომ მკვლელობა სახელმწიფოს მხრიდან არ იყო ჩადენილი.