პროკურატურა - დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა - ბრალდებული დაზარალებულებს კოტეჯების მშენებლობაზე შეუთანხმდა და 336 900 ლარი მიისაკუთრა

თბილისის პროკურატურის თაღლითობის სისხლის სამართლის საქმეებზე საპროცესო ხელმძღვანელობის სამმართველომ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. მათივე ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროში ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული დაზარალებულებს კოტეჯების მშენებლობაზე შეუთანხმდა და ვალდებულების სწრაფად შესასრულებლად თანხის წინასწარ გადაცემა მოითხოვა.