„თბილისი ენერჯი“ - დიღმის მასივში გაზის მიწოდება ავარიულად შეწყდა

გაცნობებთ, რომ დიღმის მასივში გაზსადენის დაზიანების გამო, დღეს, 11 ნოემბერს, გაზის მიწოდება ავარიულად შეუწყდა იმ აბონენტებს, რომელთა მისამართებიც თავდაპირველად დაგეგმილი აღდგენითი სამუშაოების შესახებ გავრცელებულ განცხადებაში იყო მითითებული. ამის შესახებ ინფორმაციას „თბილისი ენერჯი“ ავრცელებს. როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, გაზმომარაგების აღდგენა დაიწყება ხვალ, 12 ნოემბერს, 14:00 საათიდან და დასრულდება 20:00 საათამდე.