მიხეილ ყაველაშვილი თურქეთში რეჯეფ თაიფ ერდოღანთან შეხვედრის შესახებ: მთავარი საკითხი, რაშიც ორ ქვეყანას თანხვედრა აქვს, არის სამშვიდობო პოლიტიკა
პოლიტიკა ·

"განსაკუთრებული და მნიშვნელოვანი სამიტი იყო გუშინ, იყო მაღალ დონეზე ორგანიზებული და მე პირადად გადავუხადე მადლობა თურქეთის პრეზიდენტს", - საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა თურქეთში რეჯეფ თაიფ ერდოღანთან შეხვედრის შესახებ ისაუბრა. "ძალიან თბილი ურთიერთობა ჩამოგვიყალიბდა ბატონ ერდოღანთან, ამას ყოველთვის აღვნიშნავთ. გვქონდა საუბარი, თუ რა მდგომარეობაა სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობის თვალსაზრისით.