ფინეთი აცხადებს, რომ ბალტიის ზღვაში რუსეთის სამხედრო ხომალდზე განხორციელებული დარტყმა დააფიქსირა

მსოფლიო ·

ფინეთი აცხადებს, რომ ბალტიის ზღვაში რუსეთის სამხედრო ხომალდზე განხორციელებული დარტყმა დააფიქსირა

Reuters-ი წერს, რომ არ არის ცნობილი, იყო თუ არა მსხვერპლი ან რამ გამოიწვია დარტყმა. ესტონურმა მედიამ ხუთშაბათს გაავრცელა ინფორმაცია, რომ ხომალდი რუსეთის სამხედრო-საზღვაო ფლოტის მცირე ზომის გემი იყო და იგი მოგვიანებით სანქტ-პეტერბურგში დაბრუნდა. „ფინეთის თავდაცვის ძალებმა დააფიქსირეს... დარტყმა რუსულ სამხედრო ხომალდზე ფინეთის ყურის რაიონში და ვითარების განვითარებას აკვირდებოდნენ“, - განაცხადა ქვეყნის სამხედრო უწყების პრესსპიკერმა Reuters-ისთვის ელექტრონული ფოსტით გაგზავნილ განცხადებაში.