ფაშინიანი ერდოღანთან შეხვედრით კმაყოფილია
მსოფლიო ·

„დღეს ჩვენ ძალიან დადებითი შეხვედრა გვქონდა პრეზიდენტ ერდოღანთან, გვქონდა ძალიან პოზიტიური დიალოგი და უახლოეს მომავალში ჩვენი ურთიერთობების განვითარებას ველით“, – განაცხადა სომხეთის პრემიერმა, ნიკოლ ფაშინიანმა თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანთან გამართული შეხვედრის შემდეგ TRT World-თან საუბარში. ანტალიაში COP31-ის ფარგლებში, 11 ნოემბერს, სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანსა და თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანს შორის შეხვედრა გაიმართა.