სააპელაციო სასამართლომ გააუქმა ახალციხის სასამართლოს გადაწყვეტილება და და ბორჯომში ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა

სამართალი ·

სააპელაციო სასამართლომ გააუქმა ახალციხის სასამართლოს გადაწყვეტილება და და ბორჯომში ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა

თბილისის სააპელაციო სასამართლომ სრულიად გაიზიარა პროკურატურის სააპელაციო საჩივარი, გააუქმა ახალციხის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც მსჯავრდადებული დამნაშავედ იქნა ცნობილი ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევის ფაქტზე, რამაც ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება გამოიწვია და განზრახ მკვლელობის ფაქტზე დამნაშავედ ცნო. ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.