ევა გოცირიძე გირგვლიანის საქმეზე: როდესაც ევროპულმა სასამართლომ მოითხოვა სატელეფონო ჩანაწერების გაგზავნა, სახელმწიფომ უარი თქვა თანამშრომლობაზე. ეს ინფორმაცია რომ გადაცემულიყო, არ არის გამორიცხული, მე-2 მუხლის არსებითი დარღვევაც დადგენილიყო, მაგრამ ეტყობა, სახელმწიფოს ერჩივნა, 38-ე მუხლის დარღვევა ყოფილიყო აღიარებული, ვიდრე ის გამჟღავნებულიყო რა იყო იმ საუბრებში

სამართალი ·

საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლემ, ევა გოცირიძემ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრს, ლევან ბეჟაშვილს სანდრო გირგვლიანის საქმესთან დაკავშირებით მიმართა და გამოეხმაურა მის მიერ განმარტებებში გაკეთებულ ჩანაწერს, რომ თითქოს სტრასბურგის სასამართლომ ამ საქმეზე მხოლოდ პროცედურული დარღვევა დაადგინა.