საჯარო სივრცეში შეურაცხმყოფელ სიტყვების გამოყენებისთვის, სასამართლომ სოფიო ბათილაშვილი 3 000 ლარით დააჯარიმა

სიძულვილის ენის წინააღმდეგ პროცესები გრძელდება. თბილისის საქალაქო სასამართლომ განიხილა სოფო ბათილაშვილის საქმე, რომელიც, შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საჯარო სივრცეში შეურაცხმყოფელ სიტყვებს იყენებს. ბათილაშვილი 3 000 ლარით დაჯარიმდა. პროცესთან დაკავშირებით, დამატებითი კომენტარი გააკეთა შსს-ს იურიდიული დეპარტამენტის სასამართლოებთან ურთიერთობის სამმართველოს უფროსმა, მარიამ კერესელიძემ.