მიხეილ ყაველაშვილი - ქართველი ხალხის სახელით, სოლიდარობას ვუცხადებ ბულგარელ ხალხს
პოლიტიკა ·

გლოვის ამ დღეს, ქართველი ხალხის სახელით, სოლიდარობას ვუცხადებ ბულგარელ ხალხს, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ ყაველაშვილი X-ზე წერს. მიხეილ ყაველაშვილი თანაგრძნობას უცხადებს დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს. „ბულგარეთში მომხდარი ტრაგიკული ავტოსაგზაო შემთხვევების გამო, ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ. გულწრფელ თანაგრძნობას ვუცხადებ დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს, დაშავებულებს კი სრულ გამოჯანმრთელებას ვუსურვებ", - წერს პრეზიდენტი.