ფოთის მერი ორგზის მსოფლიო ჩემპიონს, ჯაბა თურქიას: მადლობა მას ამ დიდი გამარჯვებისთვის, მის მწვრთნელებს კი გაწეული შრომისა და თავდადებისთვის

რეგიონები ·

ფოთის მერი ორგზის მსოფლიო ჩემპიონს, ჯაბა თურქიას: მადლობა მას ამ დიდი გამარჯვებისთვის, მის მწვრთნელებს კი გაწეული შრომისა და თავდადებისთვის

ფოთის მერი ბექა ვაჭარაძე ორგზის მსოფლიო ჩემპიონს, ჯაბა თურქიას შეხვდა და მიღწეული წარმატება მიულოცა. უზბეკეთის დედაქალაქმა ტაშკენტმა სამბოს მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლა, სადაც ფოთელმა სპორტსმენმა ჯაბა თურქიამ ოქროს მედალი მოიპოვა და მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მეორედ დაისაკუთრა. „დღეს ფოთელ სპორტსმენს, სამბოში ორგზის მსოფლიო ჩემპიონს, ჯაბა თურქიას მორიგი მნიშვნელოვანი გამარჯვება მივულოცე.