პროკურატურამ ჯგუფურად ჩადენილი ხულიგნობის ფაქტზე შვიდ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ თბილისში, ვაკის რაიონში, მრგვალი ბაღის მიმდებარედ ჩადენილი ხულიგნობის ფაქტზე, შვიდ პირს ბრალდება წარუდგინა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 10 ნოემბერს, მრგვალ ბაღთან, საავტომობილო გზაზე, ბრალდებულები ფიზიკურად გაუსწორდნენ ოთხ ადამიანს და მათ შორის ერთ-ერთს, სხეულის სხვადასხვა ადგილას ჭრილობები მიაყენეს.